ფლორა და ფაუნა
ჩინეთის ნიადაგური საფარი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ წარმოდგენილია ყველა სახის ნიადაგი, რომელიც გავრცელებულია აზიის კონტინენტზე. რელიეფის,კლიმატისა და ნიადაგების მრავალფეროვნებამ საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შექმნა სხვადასხვა მცენარეულობის განვითარებისთვის: დაწყებული ტროპიკებით, დამთავრებულიტაიგის ფლორით ჩრდილოეთში. ტყეები ქვეყანაში ცოტაა. მათ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 12 % უკავიათ. ტყეების გავრცელების ძირითადი რაიონებია დიდი და მცირე ხინგანები, ასევე ტროპიკული ზონა. ჩინეთის ტერიტორიაზე ფლორის 35 000-მდე სხვადასხვა წარმომადგენელია. აქ ვხვდებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელ თითქმის ყველა სახის მცენარეს. მცენარეული საფარის მრავალფეროვნება უპირველესად განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობლობით და მათ შორის რაიმე ბუნებრივი საზღვრის არარსებობით.
ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა 4 ძირითადი ბუნებრივ-მცენარეული ზონა:
- სტეპის მცენარეული ზონა
- მარადმწვანე სუბტროპიკული და ტროპიკული ტყეების ზონა
- ზომიერი ფოთოლმცვენი ტყეების ზონა
- უდაბნოს მცენარეულობა
მრავალფეროვნებით გამოირჩევა ცხოველთა სამყარო. უიშვიათეს ცხოველთაგან აღსანიშნავია პანდა, ოქროსფერი მაიმუნი, თეთრტუჩა ირემი, მდინარის დელფინი, იანძის ნიანგი,წითელი ციყვი და მონაცრისფრო ლეოპარდი.
No comments:
Post a Comment