ჩინეთის კლიმატი და შიგა წყლები
კლიმატი
ჩინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ხელსაყრელი კლიმატური პირობებით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა სახის კულტურის მოყვანის საშუალებას იძლევა.
ნალექების რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყანა პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. გამყოფი ხაზი გაივლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. არიდულ ზონებში ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ნალექიანობა 100 მმ-ს არ აღემატებახოლო ყველაზე უხვნალექიანია კუნძული ტაივანი, 2000 მმ.
ჩინეთისთვის დამაახასიათებელია ხშირი წყალდიდობები და გვალვები. მაგალითად, ძვ. წ. 206 წლიდან 1987 წლამდე ქვეყანაში 1995 წყალდიდობა მოხდა. ამ პერიოდში მდინარე ხუანხემ 1 500-ჯერ გაარღვია ჯებირები და დატბორა უზარმაზარი ტერიტორიები. მან 26-ჯერ შიეცვალა თავისი კალაპოტი. წელიწადში საშუალოდ 7-ჯერ ტაიფუნის დამანგრეველი ძალა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ქვეყნის სანაპირო რაიონებს.
შიგა წყლები
ხმელეთის ზედაპირული წყლების მარაგით ჩინეთი მეექვსე ქვეყანაა ბრაზილიის, რუსეთის, კანადის, აშშ-ის და ინდონეზიის შემდეგ. მდინარეთა საერთო სიგრძე 227 000 კმ-ს შეადგენს. მდინარეების უდიდესი ნაწილი მიედინება ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთისკენ და განეკუთვნებიან წყნარი ოკეანის აუზს. ჩინეთის უდიდესი მდინარეა იანძი, რომელიც თავის სიგრძით მხოლოდ ნილოსს და ამაზონს ჩამორჩება. მისი სიგრძე 6 300 კმ, ხოლო აუზის ფართობი 1 807 199 კმ²-ს უტოლდება. ქვეყნის სიდიდით მეორე მდინარეა ხუანხე. აღსანიშნავია აგრეთვე ჩუძიანი, სუნგარი და ა. შ.
ჩინეთი მდიდარია ტბებით, რომელთა შორის 12 თავისი ფართობით 1 000 კმ²-ს აღემატება. ტბებიდან აღსანიშნავია: დუნტინხუ, პოიანხუ, ტაიხუ, კუკუნორი.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment