Thursday, January 31, 2013
Wednesday, January 30, 2013
მთავარი
china
ჩინეთი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველობას ახორციელებს ჩინეთის კომუნისტური პარტია.[8] ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე [9] (ჰონგკონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი- ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 14 000 კმ; სახმელეთო - 20 000 კმ.
- ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს.გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) — იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კმ²) — ცინხაიხუ 4.000, დუნტინხუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ხულუნ-ნორი 2.400, ტაი-ხუ 2.240; კუნძული — ხაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი— სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
- ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
ქვეყანა მდებარეობს აზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი,პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი.
ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია ბუნების მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც უპირველესად განპირობებულია რელიეფისა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებებით. რელეიფში ჭარბობს მთები, პლატოები და მაღლობები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიბეტის მთიანეთი, რომელიც უმაღლესია მსოფლიოში. ნეპალთან საზღვარზე ჰიმალაებში კი მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა - 8 848 მ. აღსანიშნავია აგრეთვე დიდი და მცირე ხინგანები, ცინლინის მთები, ტიან-შანი, ბეიშანი და ა.შ.
დაბლობებს უკავია ტერიტორიის მხოლოდ 12 %. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთშია წარმოდგენილი. ცნობილია დუმბეიპინიუანის და ჩინეთის დიდი დაბლობი, რომლებიცსოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს რაიონებს წარმოადგენენ. ტიან-შანის მთების აღმოსავლეთით გვხვდება ტურფანის ქვაბული, რომელიც ზღვის დონიდან 155 მეტრით დაბლა მდებარეობს. ჩინეთში მდებარეობს ალაშანის, გობის და თაკლამაკანის უდაბნოები.
Subscribe to:
Posts (Atom)